ფეხბურთი

16:55 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნება გადაიდო

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება გარკვეული დროით გადაიდო. ქართველ ფეხბურთელს სექტემბრიდან მოყოლებული ტრავმა აქვს და ჯერჯერობით, ბოლომდე მისი მორჩენა ვერ მოახერხა.

ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიულ მედიას „შტურმის“ გენერალურმა დირექტორმა ადრეას შიკერმა მიაწოდა:

„მას კოჭზე ძვლის ტვინის შეშუპება აქვს. ამიტომ, რა თქმა, ცოტა დრო კიდევ დასჭირდება და სეზონის მეორე ნაწილის სტატრტზე მზად ნამდვილად არ იქნება. ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ყველამ იცის, ოთარი რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვაჯანმრთელოთ“, - თქვა შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. 25 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა 30 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116857