ფეხბურთი

21:59 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დენის ზაკარიას ტრანსფერი დაადასტურა

ტურინის „იუვენტუსმა“ დენის ზაკარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ზაკარია „იუვეში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება და 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელი „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის ჟენევის „სერვეტისა“ და ბერნის „იანგ ბოისის“ ღირსებას იცავდა, შვეიცარიის ნაკრებში კი 40 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110192