ფეხბურთი

19:45 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 23 წლის იტალიელი მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ფროზინონემ“, სადაც გატი თამაშობდა, 7.5 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ გატი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იტალიურ კლუბში დარჩება.

აღსანიშნავია, რომ გატის ტრანსფერი "ტორინოში" პრაქტიკულად გუშინ საღამომდე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შემდეგ საქმეში "იუვეს" სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი ჩაერია და ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შეცვალა. ის "ბებერ ქალბატონს" ზაფხულიდან შეუერთდება.

ფედერიკო გატი ცენტრალური მცველია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064034