კალათბურთი

10:31 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში (+VIDEO)

NBA-ს განვითარების ლიგაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა კალათბურთელმა, რომელის „მილუოკი ბაქსის“ საკუთრებაა, „გრინსბორო სვარმთან“ შეხვედრაში „ვისკონსინ ჰერდს“ 28 წუთი დაეხმარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა წაგებისგან მაინც ვერ იხსნა - 108-115.

22 წლის ფორვარდი ორმაგი დუბლის მიუხედავად დიდი შედეგიანობით ვერ გამოირჩა. მასზე უკეთესი შედეგი ორივე გუნდში ხუთ კალათბურთელს ჰქონდა. სანდრომ პარკეტზე გატარებულ 28 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 12-დან 5 სროლა ზუსტად გამოიყენა. ჩვენებურმა 6-დან 3 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი +- მაჩვენებელი კი -11-ს გაუტოლდა.

ყველაზე მეტი ქულა გამარჯვებული გუნდის 26 წლის გამთამაშებელმა ჯო ჩილმა მიითვალა. მის ანგარიშზე 31 ქულა, 5 მოხსნა, 11 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ხოლო „ვისკონსინიდან“ ამერიკელმა ფორვარდმა რაიჯონ ტაკერმა 25 ქულით, 10 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა.

„ვისკონსინს“ 6 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 4 თებერვალს, „ლეიქლენდ მეჯიქთან სტუმრად ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11342