ჩოგბურთი

11:31 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია. ლეგენდარულმა ესპანელმა, რომელიც ტურნირზე მე-5 ნომრადაა განთესილი, იტალიელ მატეო ბერეტინის სამ საათიან შეხვედრაში მოუგო.

რაფა კორტზე უკეთესი იყო და მთლიანობაში საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვა. ესპანელმა საწყისი ორი სეტი 6:3 და 6:2 მოიგო, რითაც გამარჯვებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. მართალია, ბერეტინიმ მესამე სეტის მოგება და თამაშში დარჩენა მოახერხა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი გამოდგა. საბოლოოდ ნადალმა ოთხ სეტში, 3:1 იმარჯვა - 6:3, 6:2, 3:6, 6:3.

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია, სადაც მეექვსედ ითამაშებს, გრანდ სლემებზე კი ეს მისი 29-ე ფინალი იქნება. AUS Open-ი რაფას ერთხელ აქვს მოგებული (2009 წელს) და გარდა ამისა, კარიერაში 21-ე გრანდ სლემის ტიტულს უმიზნებს, რასაც თუ მოახერხებს, რეკორდი იქნება.

მეორე ფინალისტის ვინაობაც სტეფანოს ციციპასისა და დანილ მედვედევის დაპირისპირებაში დღეს გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13141