ფეხბურთი

16:45 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ტორპედომ“ არაბიძე პორტუგალიური „ნასიონალიდან“ გამოისყიდა და მას კონტრაქტი გაუფორმა. 23 წლის შემტევი ქუთათურებს თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება.

არაბიძემ გასული სეზონი „სამტრედიაში“ გაატარა და 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მან „ნასიონალში“, თურქულ „ადანასპორში“, „შახტარსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში კი 4 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111303