კალათბურთი

11:05 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ლიდერ "ფინიქს სანსთან" ორმაგი დუბლი შეასრულა - გოგა დღითიდღე უმატებს! (+VIDEO)

NBA-ში გოგა ბითაძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ 35:08 წუთი ითამაშა, რაც მის კარიერარში საუკეთესო მაჩვენებელია.

„ინდიანა პეისერსმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერთან იბრძოლა, მაგრამ ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ამჯერად წარმატების მიღწევა ვეღარ მოახერხა და 103:113 დამარცხდა.

ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან პარკეტზე გატარებულ 35 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა! მან 16 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ეს ქართველი ცენტრისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შესრულებული მესამე ორმაგი დუბლი იყო. 22 წლის კალათბურთელმა 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. აღსანიშნავია, რომ გოგას NBA-ში 16 ქულაზე მეტი ერთადერთხე აქვს ჩაგდებული.

„პეისერსის“ რიგებში ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა - კრის დუარტესა და ლინს სტეფენსონს (ორივეს 17-17). „ფინიქსში“ მიკალ ბრიჯესი (23 ქულა) და ბისმაკ ბიიომბო (21 ქულა) გამოირჩნენ.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 30 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 25 იანვარს, სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავს. "ფინიქს სანსი" კი "მაიამი ჰიტთან" განცდილი მატჩის შემდეგ ზედიზედ 6 შეხვედრაა იგებს და დასავლეთ კონფერენციას 36 მოგებითა და 9 მარცხით ლიდერობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106519