ფეხბურთი

16:16 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" უგო ლორისს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ლონდონის "ტოტენჰემმა" უგო ლორის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

წყაროს ცნობით, ფრანგი მეკარე კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ლორისი "მამლების" შემადგენლობაში 2012-2013 წლების სეზონიდან თამაშობს და პირველია კლუბის ისტორიაში, ვინც მინიმუმ 100 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ამჯერად, პრემიერლიგაში ჩატარებულ 317 შეხვედრაში უგოს 112 უგოლო მატჩი დაუგროვდა. საერთო ჯამში კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ინგლისური კლუბის მაისური 410-ჯერ მოირგო.

ფრანგი კიპერი "ტოტენჰემის" გარდა "ნიცასა" და "ლიონში" თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მას 136 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11566