კალათბურთი

10:59 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 28 ქულა G ლიგაში (+VIDEO)

სანდრო მამუკელაშვილს ბოლო პერიოდში „მილუოკიში“ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია და ამიტომაც, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით G ლიგაში, „ვისკინსონ ჰერდის“ რიგებში ითამაშა, რომელმაც „ლეიქლენდ მეჯიქთან“ მძიმე ბრძოლაში 109:110 წააგო.

თუმცა, მამუკელაშვილს შესანიშნავი თამაში ჰქონდა. მან 33 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ვისკინსონ ჰერდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 3 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 იანვარს, შინ „სქაიჰოუქსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112929