ფეხბურთი

18:00 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დემბელეს დარჩენა სურს, მაგრამ კონტრაქტს ხელს არ აწერს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ფრანგი ფეხბურთელი დარჩენის სურვილს გამოხატავს, მაგრამ კონტრაქტს ხელს არ აწერს.

„უსმანის გადაწყვეტილებას სამუდამოდ ვერ დაველოდებით. ან კონტრაქტს ხელს მოაწერს, ან მის გაყიდვაზე რაც შეიძლება მალე უნდა ვიფიქროთ. განაცხადს მიღმა მის დატოვებას ზეწოლის საშუალებად ვერ ვხედავ. ის ამბობს, რომ დარჩენა სურს, მაგრამ კონტრაქტს ხელს არ აწერს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ინივსს ეწურება. ის ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით წელიწადში 40 მილიონ ევროს ითხოვს, რაც კლუბისთვის მიუღებელია.

0.116449