სხვა

11:38 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ჩიოტარიუსთან დამარცხდა და საქმე გაირთულა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს დაანანი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი, რომელიც მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-13 მაეგაშირა ჩიოტარიუს შეხვდა და ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

30 წლის მეტოქემ, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, რომელიც ხელიდან არ გაუშვია და ჩვენებური მოხდენილი ილეთით დოჰიოზე დასცა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩიოტარიუს წლის პირველ სუპერტურნირზე ცუდი შედეგები აქვს (4:7), დღეს ტოჩის მარცხი მეტნაკლებას სავარაუდო იყო. ეს წყვილის მე-15 დაპირისპირება გახლდათ, და ჩვენებურმა 10 თავის სასარგებლოდ დაასრულა, ხოლო დღეს, მე-5 მარცხი მიითვალა.

ტოჩინოშინს 5 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსისთვის, დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან სამის მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 0:10 ბალანსი აქვს, ხოლო ტოჩისთან ურთიერთშხვედრებში 2:9-ზე ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.

0.113227