კალათბურთი

3:26 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ შანსი გამოიყენა და NBA-ში კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა!
ქართველმა ცენტრმა 25 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა

„ინდიანა პეისერსის“ ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს მიმდინარე სეზონში და შეიძლება ითქვას, NBA-ში ყოფნის პერიოდში, საუკეთესო თამაში ჰქონდა.

ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ საგარეო მატჩში „ინდიანამ“ მაილს ტერნერის გარეშე ითამაშა და გოგას ამის გამო სათამაშო დრო მიეცა, რაც მან ბრწყინვალედ გამოიყენა.

ქართველმა ცენტრმა 24:38 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 17 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 8-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი შეტევაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, რაზეც მისი სროლების პროცენტული მაჩვენებელიც მოწმობს (77.8) და მეტოქის ფარზე მოხსნების რაოდენობაც (5).

ბითაძისთვის 17 ქულა NBA-ში სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე, მისთვის საუკეთესო შედეგი 14 ქულა იყო, რომელიც „მინესოტასთან“ 2021 წელს მიითვალა. თუმცა, ძველი შედეგი 3 ქულით გააუმჯობესა.

ბითაძეზე შედეგიანი „ინდიანაში“ ჯასტინ ჰოლიდეი (18 ქულა), დომანტას საბონისი (19), კარის ლევერტი (26) და კრის დუარტე (24) იყვნენ, მოხსნებში კი მხოლოდ საბონისსა და ლევერტს ჩამორჩა. „კლიპერსის“ რიგებში ნიკოლა ბატუმი (32 ქულა) და რეჯი ჯექსონი (26) ქულა გამოირჩნენ.

რაც შეეხება მატჩს, დაძაბული გამოდგა და „კლიპერსმა“ 139:133 მოიგო. ლოს ანჯელესელებმა განსაკუთრებით კარგად პირველი პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 13 ქულით მოიგეს და საბოლოო წარმატებასაც დიდწილად ამის ხარჯზე მიაღწიეს.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 29 წაგებით მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126749