ფეხბურთი

13:16 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი "დორტმუნდში" ჩემპიონობაზე: "ბევრი დავლიე და ავტოფარეხში, სატვირთო მანქანაში გამეღვიძა"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2011 წელს „დორტმუნდთან“ ერთად მოგებული გერმანიის ბუნდესლიგა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ძალიან ბევრი ალკოჰოლი მიიღო, რის გამოც თითქმის არაფერი ახსოვს.

გერმანელმა გაიხსენა, რომ ჩემპიონობის შემდეგ „სიგნალ იდუნა პარკის“ ავტოფარეხში, სატვირთო მანქანაში გაეღვიძა, მაგრამ იქ როგორ მოხვდა, დღემდე არ იცის.

„2011 წელს ტიტულის მოგების შემდეგ ალკოჰოლი გადაჭარბებულად დავლიე, რაც ზოგიერთ ინტერვიუშიც კარგად ჩანს. ერთი რამ მახსოვს, რომელიც არ ვიცი, ოდესმე ვინმესთვის მაქვს თუ არა ნათქვამი: სტადიონის ავტოფარეხში სატვირთო მანქანაში გავიღვიძე, მარტო ვიყავი. ეს მახსოვს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რას ვაკეთებდი მანამდე რამდენიმე საათით ადრე“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „დორტმუნდში“ 2008-2015 წლებში მუშაობდა და გუნდს ორ-ორჯერ ბუნდესლიგა (2011, 2012), გერმანიის სუპერთასი (2013, 2014) და ერთხელ გერმანიის თასი (2012) მოაგებინა, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118871