კალათბურთი

15:45 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილმა G ლიგის რეგულარული სეზონი ორმაგი დუბლითა და გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა "გრანდ რაპიდს გოლდმა" "ვესტჩესტერ ნიქსი" 19-ქულიანი სხვაობით - 127:108 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი გიორგიმაც შეიტანა.

23 წლის კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულით, 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან ამ შედეგს თითო პასი და ჩაჭრაც დაამატა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქუნიანი კი ააცილა. ბეჯანიშვილის +- მაჩვენებელი კი +12-ს გაუტოლდა.

გამარჯვებულთა რიგებში 32 ქულით საუკეთესო მეტ რაიანი იყო, ხოლო "ვესტჩესტერიდან" 31 ქულა ჩააგდო ტაილერ ჰოლმა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა რეგულარული სეზონი გამარჯვებით გახსმა, მომდევნო მატჩს კი კვლავ "ვესტჩესტერ ნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც 8 იანვარს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110272