კალათბურთი

14:23 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი: "იანისისგან ძალიან ბევრს რამეს ვსწვალობ, ცდილობს გამოცდილება გამიზიაროს"

ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორსთან" ჩატარებული მორიგი კარგი თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 22 წლის ფორვარდი თანაგუნდელ ჯორდან ნვორასთან ერთად იმყოფებოდა და საკუთარი თამაშიც შეაფასა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრომ მცირე კომენტერი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგაც გააკეთა. მან საწყის პერიოდში ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქის კალათში 8 ქულა მოათავსა, რის შემდგომაც ჟურნალისტს გაესაუბრა. მამუკელაშვილმა განსაკუთრებულად გუნდში იანისის ფაქტორი გამოყო და თქვა, რომ მისგან ძალიან ბევრს სწავლობს.

"პირველ რიგში მადლობელი ვარ ჩემი გუნდელების, რადგან ჩემი სჯერათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არაჩვეულებრივი თამაში იყო და ვიტყოდი, რომ მსგავსი შედეგის დასადებად ყოველთვის აუცილებელია იყო თავდაჯერებული და მოტივირებული. ეს ყველაფერი გემხარება გააუმჯობესო შენი შედეგი, იყო ფორმაში და აჩვენო საუკეთესო.

გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, არაჩვეულებრივი მოთამაშეებით. ისინი არ კარგავენ ძალას, უტევენ სწრაფად და შედეგიც სახეზეა. ჯრუ, კრისი და იანისი ფიზიკურად ძლიერები არიან და მათთან ერთად ცხოვრება მიმარტივდება. იანისისგან ძალიან ბევრს რამეს ვსწვალობ. როცა იგი ჩემს გვერდითაა, მუდმივად ცდილობს ცოდნა და გამოცდილება გამიზიაროს, მაშინაც კი როდესაც თამაშობს. კარგი მსმენელი ვარ და ეს ძალიან მეხმარება.

რა მომწონს ჯორდან ნვორაში? მისი უნარები და ფიზიკური მონაცემები. ეს ბევრი ვარჯიშის შედეგია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ფიზიკურად ძლიერი ვიყო. დანებებას არ ვაპირებ. ადვილი არ არის მათსავით ძლიერი იყო, რომლებიც 9-10 წელი თამაშობენ უმაღლეს დონეზე. შეხედეთ იანისს, ის უბრალოდ საოცარია. მეც ვშრომობ, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიო", - თქვა სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო რეპტორსთან" მამუკელაშვილმა 22:39 წუთი ითამაშა. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან კი 6 სროლიდან 5 ზუსტად გამოიყენა. სანდრომ ბურთი ერთხელ დაკარგა და არ დაჯარიმებულა. ჩვენებურის +- მაჩვენებელი +7-ს გაუტოლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112785