ფეხბურთი

18:17 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი გადაწყდა: ლორენცო ინსინიე MLS-ში ითამაშებს

„ნაპოლის“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე კარიერას კანადურ „ტორონტოში“ გააგრძელებს და MLS-ში ითამაშებს.

იტალიური მედიის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელმა კანადელთა წინადადება საბოლოოდ მიიღო და ტრანსფერი ოფიციალურად ორშაბათს უნდა დადასტურდეს. ინსინიე „ტორონტოს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, როდესაც „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ამოეწურება (30 ივნისს).

ინსინიე ახალ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 11.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 4.5 მილიონი ევროც დაემატება. შედეგად, ლორენცოს ევროპული კარიერა დასასრულებს უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 415 მატჩში 114 გოლი გაიტანა, 91-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111238