ფეხბურთი

20:50 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლეგენდარულ იტალიელ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „პარმას“ ვებგვერდი იტყობინება.

43 წლის მეკარე, რომელიც სამ კვირაში 44 წლის ხდება, თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს. ჯიჯი გამოჯანმრთელებამდე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმას“ ღირსება 18 შეხვედრაში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11416