ფეხბურთი

19:11 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე კვირაში მორატა "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება

ალვარო მორატა "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტურინის „იუვენტუსს“ ესპანელი ფორვარდის გუნდიდან გაშვება არ სურს, მითუმეტეს იქამდე, სანამ მის შემცვლელს საბოლოოდ არ იპოვის.

თუმცა, ამავდროულად, ტურინელები ზაფხულში არ აპირებენ მის გამოსასყიდად მადრიდის „ატლეტიკოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადონ. ესპანელ ფეხბურთელს კი „ბარსელონასთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ესპანეთში დაბრუნება უნდა.

Sport-ი წერს, რომ მორატა მიმდინარე კვირაში „ბარსელონას“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. თავის მხრივ, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ მაურო იკარდის, რომელთანაც და პსჟ-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ყველაფერი უახლოეს ხანში უნდა გაირკვეს და საბოლოოდ გადაწყდეს. მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116033