ფეხბურთი

18:41 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" ნახევარმცველი უკრაინის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

თბილისის „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში, „ინჰულეცში“ გააგრძელებს.

როგორც უკრაინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მოლდოველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და 43-ნომრიანი მაისური მოირგო.

შეგახსენებთ, რომ დმიტრი მანდრიჩენკომ „საბურთალოში“ 2021 წლის სეზონი გაატარა და ყველა ტურნირზე თბილისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11043