ფეხბურთი

22:22 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარმა "რეალი" შესაძლოა იანვარში დატოვოს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა შესაძლოა „სამეფო კლუბი“ დატოვოს. ამის შესახებ El Partidazo de COPE-ზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი იანვარში "რეალის" დატოვებას აპირებს. ესპანელები მზად არიან მოისმინონ სხვა კლუბების შემოთავაზებები ბელგიელის ტრანსფერის შესახებ, მაგრამ ტრანსფერის განხორციელების პრობლემა შეიძლება იყოს ფეხბურთელის მაღალი ხელფასი, რომელიც წელიწადში 13 მილიონი ევროა.

30 წლის აზარი მადრიდულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“„ჩელსიდან“ 115 მილიონ ევროდ გადავიდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა 56 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აზარის კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა, Transfermarkt მოთამაშის საბაზრო ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112407