კალათბურთი

12:21 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მეტი სამქულიანი ისტორიაში: სტეფ კარი NBA-ს რეკორდსმენი გახდა (+VIDEO)

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ კალათბურთელი სტეფ კარი NBA-ს რეკორდსმენი გახდა. მას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული - 2 977.

კარისთვის სარეკორდო 2 974-ე სამქულიანი გამოდგა, თუმცა, იმავე შეხვედრაში თავისი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

33 წლის გამთამაშებელმა აღნიშნულ რეკორდს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში უწია და 2013-2014 წლების სეზონში რეი ალენის დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა. ამრიგად, კარის ზუსტი სამქულიანებით NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ათეული კი ასეთია:

1. სტეფ კარი - 2 977 სამქულიანი

2. რეი ალენი - 2 973 სამქულიანი

3. რეჯი მილერი - 2 509 სამქულიანი

4. ჯეიმს ჰარდენი - 2 509 სამქულიანი

5. კაილი კორვერი - 2 450 სამქულიანი

6. ვინს კარტერი - 2 290 სამქულიანი

7. ჯეისონ ტერი - 2 282 სამქულიანი

8. ჯამალ კროუფორდი - 2 221 სამქულიანი

9. პოლ პირსი - 2 143 სამქულიანი

10. დამიან ლილარდი - 2 109 სამქულიანი

რაც შეეხება შეხვედრას, „გოლდენ სტეიტმა“ 105:96 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში 23 გამარჯვებით და 5 წაგებით ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119643