ფეხბურთი

16:50 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ანულირდა და თავიდან ჩატარდება!

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები გაუქმდა! ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და წილისყრა თავიდან ჩატარდება.

ეს უჩვეულო შემთხვევაა და ისტორიაში პირველად მოხდა. მიზეზი? წილისყრის დროს შეცდომა იქნა დაშვებული. "ვილიარეალის" მეტოქედ კალათიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" ამოიღეს, რაც დაუშვებელი იყო, რადგან ეს გუნდები ერთ ჯგუფებში თამაშობდნენ. გარდა ამისა, "ატლეტიკოს" მეტოქე როცა ირკვეოდა, მის შესაძლო მეტოქეებს შორის "მანჩესტერის" ბურთულა კალათში არ იყო მოთავსებული, არადა, ინგლისურ და ესპანურ გუნდებს ერთმანეთთან თამაშის უფლება ჰქონდათ.

თავიდან უეფას პროტესტის სახით "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ მიმართა, შედეგად კლუბებს შორის კონსულტაციები გაიმართა და უეფამ წილისყრა ბათილად გამოაცხადა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 18:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075606