ფეხბურთი

19:55 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯუდ ბელინგემი მსაჯის კრიტიკის გამო დასაჯეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა „დორტმუნდის“ ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი 40 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა, რისი მიზეზიც „ბაიერნთან“ მატჩის მსაჯის, ფელიქს ცვაიერის მიმართ გაკეთებული განცხადება გახდა.

„დორტმუნდის“ ფეხბურთელები ცვაიერის მუშაობით უკმაყოფილონი დარჩნენ, ხოლო ბელინგემმა მატჩის მერე არბიტრი გააკრიტიკა: „სხვას რას ელოდით მსაჯისგან, რომელიც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა“, - აღნიშნა მან.

ეს განცხადება საფეხბურთო კავშირმა არასპორტულ საქციელად მიიჩნია და ფეხბურთელი დააჯარიმა, მაგრამ დისკვალიფიკაციით არ დაუსჯია.

ფელიქს ცვაიერმა გერმანელი მსაჯის, რობერტ ჰოიცერის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის შესახებ იცოდა, მაგრამ ეს ამბავი დამალა, რის გამოც თავის დროზე 6 თვით დისკვალიფიცირებული იყო. ბელინგემმაც ეს ისტორია გაიხსენა და ამის გამო დაისაჯა.

შეგახსენებთ, „დორტმუნდმა“ მიუნხენის „ბაიერნთან“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123418