ფეხბურთი

18:24 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიას" პრეზიდენტი დააკავეს და თანამდებობა დატოვა

გენუის „სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო დააპატიმრეს. იტალიური მედიის ცნობით, საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება და 70 წლის ფერეროს წინააღმდეგ გამოძიებამ მტკიცებულებები უკვე შეაგროვა.

ფერეროს გარდა, კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის, მისი შვილი და შვილიშვილი შინაპატიმრობაში იმყოფებიან. რაც შეეხება „სამპდორიას“, კლუბი უკანონო საქმიანობაში ჩართული არ არის და ზოგადად, ფინანსური დანაშაული საფეხბურთო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

მასიმო ფერერო კინოპროდიუსერია და ახალგაზრდობაში მსახიობიც იყო, მან „სამპდორია“ 2014 წელს რიკარდო გარონეს ოჯახისგან შეიძინა. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრების შემდეგ ფერერომ გენუური კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

0.121147