სხვა

11:36 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ჩოხელმა ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებური ბრაზილიელ ვინისიუს დე ჟესუსს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მისი დამარცხება შეძლო.

24 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქეს კარიერაში მე-14 ბრძოლა ჰქონდა, რომელთაგანაც მე-5 მარცხი განიცადა, 9-შეხვედრა კი თავის სასიკეთოდ ჰქონდა დასრულებული.

გეტყვით, რომ ლევანს აქამდე ბელატორში 1 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელიც კაილ ქრაჩმერთან წააგო. ჩოხელი აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით კიდევ 2 ბრძოლას გამართავს და დადებითი ბალანსის შემთხვევაში, კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125615