ფეხბურთი

23:53 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "დემბელე მბაპეზე უკეთესია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ უსმან დემბელესთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელთან თანამშრომლობის განახლება სურთ, რადგან ის კილიან მბაპეზე უკეთესი მოთამაშეა.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს დემბელესთან, მას გუნდში დარჩენა სურს. გვინდა, რომ ის დარჩეს, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია. დემბელეთი აღფრთოვანებული ვარ, ის კილიან მბაპეზე უკეთესია“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე „ბარსელონამ“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ დაიმატა, თუმცა, უმეტეს დროს ტრავმები გამო ლაზარეთში ატარებს. ფრანგ ფეხბურთელს „ბარსასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.149284