ძიუდო

14:27 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა! ქართველმა სპორტსმენებმა თურქეთს 4:2 აჯობეს და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

პირველი ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი გავიდა, 57 კილოგრში მან ოლდემ ილდიზს გოლდენ სქორში იპონით აჯობა და საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა მოუტანა.

73 კილოგრამში კი ფრიდონ გიგანმა იასპარეზა, რომელმაც დამატებით დროში ბილალ ჩილოღლუსთან წააგო და ანგარიში 1:1 გახდა.

საქართველოს ნაკრებს უპირატესობა 70 კილოგრამში მოასპარეზე მარიან ჭანტურიამ დაუბრუნა. მან მინელ აკდენიზს ბოლო წამზე იპონით სძლია.

90 კილოგრამში ლუკა მაისურაძემ კი მიჰაელ ზგანკს მინიმალური სხვაობით აჯობა და საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

+70 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი დამატებით დროში კაირა საიტთან იპონით წააგო და თურქეთის გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 3:2.

გადამწყვეტი +90 კილოგრამში მოასპარეზე საბა ინანეიშვილის ბრძოლა გამოდგა. ქართველმა სპორტსმენმა მერთ სისმანლარს მარტივად, იპონით სძლია და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კვლავ 2-ქულიანი უპირატესობა და საბოლოო გამარჯვება მოუტანა. - 4:2.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა თავდაპირველად საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. მანამდე კი 4-0 სძლიეს ავსტრიას.

ჩვენი ქვეყნის ნაკრებში 73 კილოგრამში ალეკო მამიაშვილი და ფრიდონ გიგანი, 90 კილოგრამში ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი, +90 კილოგრამში საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ხოლო გოგონებში 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი, 70 კილოგრამში მარიამ ჭანტურია და +70-ში სოფიო სომხიშვილი გამოდიან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.123929