ძიუდო

12:43 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. მანამდე კი 4-0 სძლიეს ავსტრიას.

საქართველოს ნაკრებში 73 კილოგრამში ალეკო მამიაშვილი და ფრიდონ გიგანი, 90 კილოგრამში ლუკა მაისრაძე და ბექა ღვინიაშვილი, +90 კილოგრამში საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ხოლო გოგონებში 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი, 70 კილოგრამში მარიამ ჭანტურია და +70-ში სოფიო სომხიშვილი გამოდიან.

ნახევარფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მეტოქე თურქეთი იქნება.

0.126445