კალათბურთი

21:56 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა შენგელიაზე: "იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც მას საქართველოს ნაკრებში თამაში"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და უკრაინის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 88:83 დაამარცხა.

შესანიშნავად ითამაშა თორნიკე შენგელიამ და მის პერფორმანსს ფიბა სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „იპოვეთ ისეთი ადამიანი, ვისაც ისე უყვარხართ, როგორც თორნიკე შენგელიას უყვარს საქართველოს ნაკრებში თამაში“.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 33 წუთში 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან განსაკუთრებით კარგად მეოთხე პერიოდი ჩაატარა და აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედში მცირე ტრავმაც მიიღო. მან გუშინ ევროლიგაში ცსკა-ს მაისურით ითამაშა, მიუხედავად ამისა, თბილისში ჩამოსვლა მოასწრო და 24 საათზე ნაკლებ დროში ორი მატჩი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს.

0.101268