ფეხბურთი

12:02 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რივერ პლეიტი" არგენტინის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა (+VIDEO)

"რივერ პლეიტი" არგენტინის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა. მარსელო გილიარდოს გაწვრთნილმა გუნდმა 22-ე ტურის მატცში "რასინგი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა და უახლოესი მდევრისთვის მიუწვდომელი გახდა.

ანგარიში 35-ე წუთზე პალავეჩინომ გახსნა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. თუმცა, მეორე ნახევარში ჯერ ალვარესმა გაიტანა, ხოლო შემდგომ რომერომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამგვარად, "რივერ პლეიტს" 22 ტურში 52 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 12 ქულით გადაასწრო.

ბუენოს აირესის გუნდმა არგენტინის ჩემპიონობა ისტორიაში 36-ედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მეორე ადგილზე "ბოკა ხუნიორსია", რომელსაც 28 ტიტული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113598