კალათბურთი

14:54 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო, ქართველმა ზედიზედ 2-ჯერ 22 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჯჰანიშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში კვლავ გამორცეული შეხვედრა ჩაატარა. მისი „გრანდ რაპიდ გოლდი“ კვლავ „მოტორ სიტი კრუიზს“ შეხვდა და გუშინდელი მოგებული შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს 103:122 დამარცხდა.

ბეჟანიშვილმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. გიორგიმ 11-დან 10 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

უშუალოდ შეხვედრა ქართველის გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ 2-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მესამე პერიოდში მეტოქემ მხოლოდ 1 ქულა გაქვითა და მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როდესაც მეტოქემ 20-ქულიანი სხვაობით 37:17 მოიგო.

ბეჯანიშვილის გუნდი 4 მოგებითა და 3 მარცხით G ლიგააში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 3 და 4 დეკემბერს სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.158037