კალათბურთი

13:13 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ლებრონის შოუ და OVERTIME-ში დამარცხებული "ინდიანა პეისერსი" (+VIDEO)

ლებრონ ჯეიმსი რომ „ლეიკერსისთვის“ დიდი ძალაა ყველამ იცის, თუმცა, 36 წლის კალათბურთელი ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს. ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა „ინდიანა პეისერსთან“ გამარჯვებბაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

დრამატული შეხვედრის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა, დამატებითი დროის გმირი კი სწორედ ჯეიმსი იყო. +5-წუთეულში შეხვედრა გოგა ბითაძის გუნდის უპირატესობით დაიწყო. ქართველი კალათბურთელი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ კარლაილმა მისი გამოყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

„ინდიანამ“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა, ჯერ 31:26, შემდეგ კი 35:34 მოიგო და შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით - 66:60 გავიდა. მეორე ნახევარში კი „ლეიკერსმა“ მატჩის გადარჩენა დაიწყო. მესამე პერიოდში ჯერ 4 ქულა გაქვითა, ხოლო საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე 112:109-ს იგებდა, თუმცა კრის დუარტეს სამქულიანის წყალობით ანგარიში გათანაბრდა. „ლეიკერსს“ 5.7 წამი რჩებოდა, რომელიც ვერ გამოიყენა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა სჭირო.

დასაწყისში ვესტბრიუკმა და ბროგდონმა 2-ქულიანები გაცვალეს, შემდეგ კი ლებრონმა მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო და ერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრას წერტილი დაუსვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე საქულიანის შემდგომ მეფედ წოდებულმა ჯეიმსმა მცირე ცეკვის პერფორმანსიც შემოგვთავაზა. ამრიგად, ფრენკ ვოგელის გუნდმა დამატებით დროში 12:4 იმარჯვა და საერთო ჯამში 124:116 დაფიქსირდა.

როგორც ვთქვით საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, მან 39 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ამერიკელმა კალათბურთელმა 29-დან 13 სროლა გამოიყენა. მან 12-დან 5 სამქულიანი 17-დან 8 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. 2 პერსონალური ფოლი მიითო, +- მაცვენებელი კი -3-ს გაუტოლდა.

„გამარჯვებულთა გგუნდიდან ჯეიმსის შემდეგ რასელ ვესტბრიუკი გამოირჩა, მან 20 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

„ინდიანადან“ კი ყველაზე შედეგიანი მალკომ ბროგდონი იყო. ამერიკელმა გამთამაშებელმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. 17 ქულა ჰქონდა კრის დუარტეს, ხოლო ჰოლიდეის 16.

ლოს ანჯელესელები 10-10 მოგება წაგებით დასავლეთ კონფფერენციაში მე-9 პოზიციაზე არიან აქიდან 4 შეხვედრა "ლეიკერსმა" დამატებით დროში მოიგო. ლებრონი და კამპანია შემდეგ მატჩს 27 ნოემბერს, შინ, „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ბითაძის გუნდი კი 8 მოგებითა და 12 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება და შემდეგ მატჩს 27 ნოემბერს, სახლსი „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.

0.112882