სხვა

11:52 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეორე მარცხი კიუშუ ბაშოზე (+VIDEO)

კიუშუ ბაშოზე მე-8 საშეჯიბრო დღეს მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-16 მაეგაშირა აკუას შეხვდა და ძალიან ადვილად, ხუთიოდე წამში დამარცხდა.

ტოჩინოშინს დღევანდელ მეტოქესთან შანსი არ ჰქონია და მან პოზიციები ბრძოლის დაწყებისთანავე დათმო და ურთიერთშეხვედრებშიც მოგება წაგების ბალანსი გათანაბრდა - 1:1-ზე.

ამრიგად, ტოჩის 2 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ 7 ორთაბრძოლაში მინიმუმ 4 უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რანგით მეორე - ჯურიო დივიზიონში დაქვეითდება.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-17 მარგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ცუდ ფორმაშია და ფავორიტად ლევანი უნდა მივიჩნიოთ. ისინი ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრილან, რომელთაგანაც 16 ტოჩიმ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112029