სხვა

11:47 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დაძაბულ ბრძოლაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოზე წარმატებული დღე ჰქონდა ლევან გორგაძეს. ქართველმა სუმოისტმა შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა იშიურას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, იორიკირის ილეთით აჯობა.

აღნიშნულ წყვილს შორის დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ჩვენებურმა მეტოქის დოჰიოს მიღმა გადაყვანა მოახერხა. ტოჩისა და იშიურას შორის ურთიერთშეხვედრებში ბალანსი 5:3-ზე ქართველის სასარგებლოდაა.

ამრიგად, ლევანს 7 საშეჯიბრო დღის შემდგომ 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და იმისათვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს მინიმუმ 4 გამარჯვება სჭირდება. ხვალ ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა აკუას შეხვდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა.

0.123357