ფეხბურთი

17:00 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ტვიტერში იტყობინება, 21 წლის სერბმა ტურინულ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. „იუვემ“ ვლაჰოვიჩს ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონში 6 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა.

ვლაჰოვიჩი „ფიორენტინასთან“ კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება, არ აპირებს. ფეხბურთელით „ინტერი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემიც“ ინტერესდებიან და „არსენალმა“ ფლორენციულ კლუბთან 80 მილიონ ევროდ ტრანსფერზე შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ ვლაჰოვიჩს „არსენალში“ გადასვლა არ სურს და ამით დაინტერესებული არ არის. მას ტურინში გადასვლა ურჩევნია და ამიტომაც, ახლა კლუბებს შორის შეთანხმებაა მისაღწევი.

მიმდინარე სეზონში დუშან ვლაჰოვიჩმა „ფიორენტინას“ მაისურით მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114715