კალათბურთი

12:53 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ბითაძის 2 ფოლი სამ წუთში და "პეისერსის" მე-4 გამარჯვება (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „საკრამენტო კინგსს“ შეხვდა და 3-ქულიანი სხვაობით 94:91 აჯობა.

თამაში ინდიანაპოლისელების უპირატესობით მიმდინარეობდა და მეტოქემ მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ გასვლა მხოლოდ 5-ჯერ შეძლო. „პეისერსი“ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქემ მხოლოდ 2 ქულის გაქვითვა მოახერხა.

აღნიშნულ მატჩში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ და ამ დროში დიდი ვერაფერი მოასწრო. 22 წლის ცენტრმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 1 სამქულიანი ესროლა, თუმცა, არაზუსტად.

მარცის მიუხედავად ყველაზე შედეგიანი „საკრამენტოს“ კალათბურთელი ჰარისონ ბარნსი იყო. 29 წლის ამერიკელმა ფორვარდმა საკუთარ გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მოუტანა.

ასევე 22 ქულა ჩააგდო „ინდიანას“ ფორვარდმა კარის ლევერტმა, რომელმაც ამ მონაგარს 6 მოხსნა და 1 პასიც დაამატა. ტი ჯეი მაკკონელს კი 18 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.

„პეისერსიდან“ ტრადიციულად ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა დომანტას საბონისმა. ლიეტუველმა ფორვარდმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი, ხოლო მაილს ტერნერმა 12 ქულა, 15 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

„ინდიანას“ 4 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. რიკ კარლაილის მომზადებული გუნდი შემდეგ შეხვედრას დასავლეთ კონფერენციიის მე-6 ადგილოსან - „დენვერ ნაგეთსთან“ 9 ნოემბერს ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება. „საკრამენტოს“ კი 5-5 მოგება-წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს, მათი მომდევნო მეტოქე „ფინიქს სანსი“ იქნება, რომელსაც ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს. შეხვედრა 9 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131376