კალათბურთი

12:22 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "მილუოკი ბაქსის" მორიგი მარცხი და განაცხადს მიღმა დარჩენილი სანდრო მამუკელაშვილი (+VIDEO)

NBA-ში დღეს ქართველი კალათბურთელების - გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა ითამაშეს, თუმცა, ეს უკანასკნელი მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, „მილუოკიმ“ კი მიჯრით მეორე შეხვედრა დათმო, ამჯერად კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“.

მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა თამაში მეტნაკლებად კარგად დაიწყო და პირველი ნახევარი 3-ქულიანი სხვაობით 52:49 მოიგო, მაგრამ, მესამე პერიოდში მეტოქეს 11-ქულიანი გაქცევა ჰქონდა, რომლის აღმოფხვრა „მილუოკიმ“ დასკვნით მეოთხედში ერთხელაც ვერ შეძლო და 101:94 დამარცხდა.

ყველაზე შედეგიანი „ვიზარდსის“ გამთამაშებელი ბრედლი ბილი იყო. 28 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა 30 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. გამარჯვებულთა გუნდის შემადგენლობაში კაილ კუზმას 15 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ორმაგი დუბლი ჰქონდა, ხოლო ჰარელმა 15 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა.

„ბაქსიდან“ კი ტრადიციულად იანის ანტეტოკუმპო გამოირჩა. ბერძენ ფორვარდს 29 ქულით, 18 მოხსნით და 5 პასით ორმაგი დუბლი ჰქონდა, ხოლო გრეისონ ალენი გუნდს 19 ქულით, 1 მოხსნითა და 2 პასით დაეხმარა.

„მილუოკის“ 6 მარცხის წილ 4 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონკერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას კონფერენციის ლიდერ „ფილადელფიასთან“ 10 ნოემბერს ჩაატარებენ. „ვიზარდსს“ კი 7 მოგებით და 3 მარცხით მე-3 პოზიცია უჭირავს და 11 ნოემბერს, „კლივლენდ კავალიერსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101988