ფეხბურთი

12:22 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "ჩემზე უზარმაზარი ზეწოლა იყო, მსგავსი არასდროს მინახავს"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა ისაუბრა ზეწოლაზე, რომელიც მას ესპანურ გრანდში გადასვლის შემდეგ შეხვდა და ასევე კომენტარი გააკეთა კილიან მბაპეს მიმართ კლუბის ინტერესზე.

„რეალში“ ტრანსფერის შემდეგ ზეწოლა უზარმაზარი იყო. არასდროს მინახავს ამხელა მოთხოვნილება ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ. შესაძლოა, ეს ყველაფერი ტრანსფერის ფასის გამო იყო. მე ყოველთვის მშვიდად ვიყავი და არ ვფიქრობდი, რას ამბობდნენ სხვები ჩემზე.

მბაპე? ნებისმიერ ფეხბურთელს სურს მბაპესთან ერთად თამაში. კილიანი დიდი ფეხბურთელია, როგორც კრიშტიანუ და მესი. ის ახალ თაობას წარმოადგენს და მომდევნო წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშებს“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 14 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რვაჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113505