ფეხბურთი

11:55 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" კომპენსაციის თანხის შემცირება სურს, მაგრამ კუმანი 12 მილიონს ითხოვს

კატალონიის „ბარსელონა“ რონალდ კუმანთან კონტრაქტის გაწყვეტისთვის კომპენსაციის თანხის შემცირებას ცდილობს. ინფორმაციას გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

კომპენსაციის ოდენობა 12 მილიონი ევროა და წყაროს თანახმად, კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კუმანთან, რომ თანხა 7-8 მილიონ ევრომდე შეამციროს, მაგრამ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უარი თქვა და მთლიანი თანხის მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი წარუმატებელი შედეგების გამო „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხის შემდეგ დაითხოვეს. ჯერჯერობით „ბარსას“ მისი შემცვლელი არ უპოვია და გუნდს დროებით სერხი ბარხუანი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე „ალავესს“ დაუზავდა (1:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113841