ფეხბურთი

18:20 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასორლა: "ჩავი სრულიად მზადაა, "ბარსელონას" გაწვრთნა მისი ოცნება და მიზანია"

ყატარის „ალ-სადის“ ნახევარმცველმა სანტი კასორლამ ხავის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასზე უკეთ კატალონიურ გრანდს ძალიან ცოტა იცნობს. ამიტომ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურა სრულიან ლოგიკური იქნება.

"როგორც მწვრთნელს, ჩავის ძალიან სურს, რომ „ალ-სადს“ მუდმივად ჰქონდეს მოედანზე უპირატესობა. ყურადღებას ვამახვილებთ ბურთის ფლობაზე და პოზიციურ შეტევებზე. ეს ყველაფერი „ბარსელონას“ სკოლაა.

რაც შეეხება მის შესაძლო კანდიდატურას, - მზად არის თუ არა ახლა ხავი „ბარსელონას“ უხელმძღვანელოს? სრულიად მზადაა. ეს მისი ოცნება და ნომერ პირველი მიზანია. რამდენიმე ფეხბურთელი თუ იცნობს „ბარსას“ მასზე უკეთ. ამ როლისთვის ის იდეალურად არის მომზადებული“, - განაცხადა კასორლამ.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ბარსელონაში 1998 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა და კატალონიურ გრანდში 725 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი. მან ესპანურ გრანდთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, 3-ჯერ ესპანეთის თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ უეფას სუპერთასი.

რაც შეეხება კასორლას, ის „ალ სადის“ რიგებში 2020 წლიდან გამოდის, რომლის მთავარი მწვრთნელიც ჩავი გახლავთ და ყატარულ კლუბში სანტის 22 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114846