ფეხბურთი

18:29 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ლუკაკუს და ვერნერს გამოსაჯანმრთელებლად დრო დასჭირდებათ"

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგას მესამე ტურში შვედური „მალმიო“ 4:0 დაამარცხა, მაგრამ თავდამსხმელები, რომელუ ლუკაკუ და ტიმო ვერნერი გაურკვეველი ვადით დაკარგა.

ბელგიელმა და გერმანელმა ფორვარდებმა ტრავმები მიიღეს. მათ შესახებ მატჩის შემდეგ „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივეს დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.

„რომელუმ ტერფი დაიჭიმა, ტიმომ მუხლის ტრავმა მიიღო, ამიტომ, ორივეს დრო დასჭირდება განკურნებისთვის. ლუკაკუს მოედანზე ყოფნა გვჭირდება, თამაშამდე მას ვესაუბრე და მეჩვენებოდა, რომ მენტალურად დაღლილი იყო, ამიტომ, ასეთ დროს გოლების გატანა საუკეთესო საშუალებაა. ვიცოდით, რომ შეხვედრაში უპირატესობა გვექნებოდა და მას შეეძლო გატანა. აბსოლუტურად არ ვნანობ, რომ ამ თამაშში გამოვიყენე, ვფიქრობ, უბრალოდ არ გაუმართლა.

რომელუს და ტიმოს გარეშე ფორვარდის პოზიციაზე კონკურენცია მაინც იქნება, დროა ჰავერტცმა და ჰადსონ-ოდოიმ თავი გამოიჩინონ. ვფიქრობ, ისინი სათამაშო დროით მშიერი არიან და ამიტომ, შანსს აუცილებლად გამოიყენებენ. ახლა მთავარია ენერგია აღვიდგინოთ, ეს იქნება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდი, რადგან პრემიერლიგაში მაქსიმალური შედეგი გვჭირდება“, - თქვა ტუხელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109248