ძიუდო

19:18 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მან ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ვერაფერი გააწყო და მეორე ადგილს დასჯერდა.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა მონღოლი მურენტსენ ბატულგა და ფრანგი ტიზი გნამიენს მოუგო, შედეგად ნახევარფინალში გავიდა და იქ იაპონელ სოტარო ფუჯივარასთან ვაზარით დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შედეგად, ფინალში გავიდა. ტატო ფინალში კიდევ ერთ იაპონელ მეტოქეს, ტაკეში სასაკის შეხვდა, მაგრამ წუთსა და 17 წამში ორი ვაზარით, შესაბამისად იპონით წააგო.

საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის სამი მედალი აქვს მოპოვებული - გრიგალაშვილამდე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაო მოიპოვა, მერე კი ლუკა მაისურაძეც ბრინჯაოს დაეუფლა. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ტატამიზე ონისე სანებლიძე გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111207