ძიუდო

19:45 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს დელეგაციას მესამე მედალი შესძინა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე რუს დავიდ ოგანისიანს მოუგო, ხოლო იაპონელ კენტა ნაგასავასთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, რომლის პირველ წრეში ავსტრიელ ვახიდ ბორჩაშვილს გაეჯიბრა, რომელსაც ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ლუკას მომდევნო მეტოქე ფრანგი ალექსის მატეუ გახლდათ, რომელიც შებოჭა და იპონით იმარჯვა. ამავე წონაში მეორე ბრინჯაოს მედალი ანრი ეგუტიძემ მოიპოვა, რომელიც პორტუგალიის სახელით ასპარეზობს.

შეგახსენებთ, პარიზის გრანდ სლემზე ოთხი ქართველი გამოვიდა. მაისურაძემ და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ონისე სანებლიძეს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წინ აქვს.

0.110819