ფეხბურთი

16:24 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ოქროს ბურთს" ლევანდოვსკი იმსახურებს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთს“ რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, პოლონელ ფორვარდზე სტაბილური ბოლო სამი სეზონის განმავლობაში არავი ყოფილა.

„რობერტი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ჯილდო მან უნდა მიიღოს, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ის უფრო სტაბილური იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. რობერტი უკიდურესად დინამიურია, მას ტრავმები იშვიათად აქვს, ინტენსიურად ვარჯიშობს. მგონია, რომ რამდენიმე წელიწადი კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს, რადგან ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106117