რაგბი

0:45 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" ტრიუმფი - 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა!
ქართველმა მორაგბეებმა ეს გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულებს მიუძღვნეს

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონის ტიტულის ტუტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ. ქალაქ კალინინგრადში გამართულ შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიელ თანატოლებთან შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქე უშანსოდ- 27:0 დაამარცხეს.

ზურაბ ამონაშვილის მომზადებული გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშშიც აისახა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმში მეტოქის ჩათვლის წერტილში ბურთი სამჯერ დაამიწეს და შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით - 22:0 გავიდნენ. ანგარიში კი მესამე წუთზე გაიხსნა, როდესაც ჩვენებურებმა კოლექტიური ლელო მიითვალეს და გარდასახვაც კარგად სეასრულეს. მე-17 წუთზე კი არჩვაძემ შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა და ანგარიშში უპირატესობა გაზარდა. მეორე ნახევარში კი შედარებით მშვიდი თამაში გაჩაღდა. ჩვენებურებმა შესვენების შემდეგ ლელოც დადეს, რომელიც თორნიკე ბოყოველმა მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იასპარეზა. 2015-2017 წლებში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თასი ზედიზედ სამჯერ აღმართეს – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის (8:3) და 2019 წელს ესპანეთის (20:10) დამარცხებით. 2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა და წელს ჩატარდა, რომელიც კვლავ "ბორჯღალოსნების" ტრიუმფით დასრულდა.

წლევანდელ ფინალამდე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა. პორტუგალიამ ჯერ ნიდერლანდებს მოუგო 26:15, მერე ესპანეთს 31:12.

ნახევარფინალის სასტარტო შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბმა ფინალისთვის უცვლელი დატოვა, რამაც აშკარად გაამართლა და მეტოქე ქულის მიუღებლად დაამარცხა.

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

აქვე გეტყვით, რომ მატჩის დასრულების შემდგომ პეტრე ხუციშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ გამარჯვებას ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულებს უძღვნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194479