ფეხბურთი

23:23 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "უოტფორდში" ჩისკო კლაუდიო რანიერიმ შეცვალა

ინგლისური „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რანიერიმ ჩისკო მუნიოსი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

იტალიელისთვის „უოტფორდი“ მეოთხე ინგლისური გუნდის „ჩელსის“, „ლესტერისა“ და „ფულჰემის“ შემდეგ. ყველაზე დიდ წარმატებას მან „ლესტერში“ მიაღწია, რომელსაც 2015-2016 წლების სეზონში ყველასთვის მოულოდნელად პრემიერლიგა მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდმა“ მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 7 ქულის მოიპოვება მოახერხა, რანიერი კი ბოლოს გენუის "სამპდორიაში" მუშაობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა.

0.099815