ფეხბურთი

20:45 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ჰეთ-თრიქზე: "მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ მომდევნო მატჩებისთვის შევინახავ"

ბელგიური „სერანის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ „ზულტე ვარეგემთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქით ძალიან ბედნიერია. როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, შეიძლებოდა უფრო მეტი გოლიც გაეტანა.

„ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ყველას შესანიშნავი თამაში ჰქონდა. ვიცი, რომ შემეძლო ერთი ან ორი გოლით მეტის გატანა, მაგრამ მომდევნო მატჩებისთვის შევინახავთ. სანაკრებო შესვენების შემდეგ დავბრუნდებით და „როიალ უნიონთან“ მატჩზე გავაკეთეთ ფოკუსირებას.

მათ სირვცეები დაგვიტოვეს და ამით კარგად ვისარგებლეთ. მაზიზთან შეთამაშების პროცესი ძალიან კარგად მიდის, ერთმანეთს მოედანზე ადვილად ვპოულობთ. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ გუნდთან, რომელიც სატურნირო ცხრილში ჩვენთან ძალიან ახლოსაა“, - თქვა გიორგიმ.

„სერანმა“ 5:1 მოიგო და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, ხოლო მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქის გარდა კიდევ გაიტანა, მაგრამ თამაშარის გამო არ ჩაუთვალეს. ბელგიოურმა კლუბმა შედეგად, 12 ქულა დააგროვა და 10 ტურის თავზე მე-13 საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი 16 ოქტომბერს, სტუმრად როიალს დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაუტაძე კი „სერანში“ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში - დაბრუნების შემდეგ 5 თამაშში უკვე 7 გოლი გაიტანა და ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ბელგიის ჩემპიონატში 4 თამაშში 4 გოლი და ბელგიის თასზე 1 თამაშში 3 გოლი). აქვე ვთქვათ, რომ გასულ სეზონში მან ბელგიური გუნდის მაისურით 22 გოლი გაიტანა. გიორგი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და გუნდს თბილისში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123923