ფეხბურთი

15:55 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი 2022-წლამდე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა პსვ ეინდჰოვენთან მატჩის მიწურულს დაზიანება მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. როგორც გაირკვა, მას კოჭის მყესები გაუწყდა და მოედანზე 3 თვის განმავლობაში ვერ გავა. ეს იმას ნიშნავს, რომ კიტეიშვილისთვის საფეხბურთო 2021 წელი დასრულდა.

ოთარი საქართველოს ნაკრებს ვერ ოქტომბრის და ვერც ნოემბრის მატჩებში დაეხმარება. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი საოპერაციოა, რომელსაც 2 ოქტომბერს ჩაუტარებენ.

”ოთარი ჩვენი ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ძალაა და მისი უიღბლობა ყველას ძალიან გვტკივა. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის და ის მალე დაბრუნდება ", - თქვა "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი კიტეიშვილისთვის შედეგიანად მიმდინარეობდა და 14 მატჩში 4 გოლის გარდა, 4 საგოლე პასიც მიითვალა.

0.122685