სხვა

9:24 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის საოცარი ქამბექი - ქართველმა UFC-ში მეშვიდე ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი წარმატებული შეხვედრა გამართა. მან გამთენიას ბრაზილიელი მარლონ მორაესი მე-2 რაუნდში, ძლიერი დარტყმების შედეგად დაანოკაუტა და მსაჯმა ბრძოლა შეწყვიტა.

მიუხედავად საოცარი მეორე რაუნდისა, ჩვენებურმა პირველ რაუნდში უმძიმეს დარტყმებს გაუძლო და შესანიშნავი ქამბექი დადო. ეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მერაბის ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა. მას UFC-ში სულ 9 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც მხოლოდ ორში დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამარჯვებით დვალიშვილი რეიტინგის ათეულში შეაღწევს. მანამდე ის მე-11პოზიციაზე იმყოფებოდა, მისი მეტოქე კი TOP 10-ში მე-6 ადგილზე იყო.

0.151388