ფეხბურთი

18:56 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინების დინასტია გრძელდება: დანიელ მალდინის სადებიუტო გოლი სერია A-ში (+VIDEO)

იტალიურ ფეხბურთსა და მილანში მალდინების ერა გრძელდება. ჯერ ჩეზარე, მერე პაოლო და ახლა დანიელი. 19 წლის თავდამსხმელმა პირველად ითამაშა მილანის სასტარტო შემადგენლობაში სერია A-ში და სადებიუტო გოლიც გაიტანა!

დანიელ მალდინიმ სპეციასთან მატჩის 47-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში გახსნა. მან 13 წლისა და 179 დღის შემდეგ გაიტანა, როცა მამამისმა პაოლო მალდინიმ სერია A-ში ბოლოჯერ გამოიჩინა თავი (2008 წლის მარტში, ატალანტასთან), ხოლო ბაბუას, ჩეზარეს, ბოლო გოლი იტალიის ჩემპიონატში 60 წლისა და 2 დღის წინ აქვს გატანილი (1961 წლის სექტემბერში, კატანიასთან).

„მილანმა“ მალდინის დახმარებით „სპეციას“ 2:1 მოუგო, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე ბრაიმ დიასმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102058